ნესტორ კონტრიძე -
პროექტის მთავარი იდეა: გასული საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იღუმენი ნესტორ კონტრიძე, ცნობილი ბანი, ლიხაურის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი კომუნისტური რეჟიმის დროს. საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის შესანიშნავი მგალობლის და მოძღვრის შესახებ, ვინც, როგორც მრავალი ადამიანი, ბოლშევიზმის მსხვერპლი გახდა. აუცილებელია, ასეთ ადამიანებს იცნობდეს საზოგადოება, იცოდეს მათი დამსახურების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: პროექტში მონაწილეები შეაგროვებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას, მოიძიებენ დოკუმენტებს, შეისწავლიან ინტერვიუს აღების ტექნიკას, ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, გამოიმუშავებენ სინთეზურ აზროვნებას.
პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს განუვითარდებათ ინფორმაციის შეგროვების, კვლევა-ძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა, ისწავლიან დამოუკიდებლად მოქმედებასა და აზროვნებას, ინფორმაციის შენახვასა და გამოქვეყნებას.
მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 20 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაიბეჭდება ნესტორ კონტრიძის მოღვაწეობის აღმნიშვნელი საინფორმაციო ფურცელი, მოპოვებული მასალა შეიკრიბება, დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო ფურცლები, საწერკალამი, მარკერი, ციფრული კამერა, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.პროექტის იდეის, მიზნებისა და განსახორციელებელი ვადების გაცნობა;
2.ჯგუფების შედგენა, ჯგუფებში დავალებების განაწილება;
3.მიცემული დავალების დათქმულ ვადაში შესრულება და ანგარიშის წარდგენა;
4. ჯგუფების ეტაპობრივი მონიტორინგი, შესრულებული დავალებების ანალიზი, დამატებითი კონსულტაციები ინფორმაციის მოსაპოვებლად, რჩევები ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი: მუსიკა, ისტორია, ისტ-თან ინტეგრირებით.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დოდო დონაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: dododonadze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий