სასწავლო პროექტი


 ნესტორ კონტრიძე - 
”შეუნდე უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან”...




როექტის მთავარი იდეა: გასული საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში ცხოვრობდა  და მოღვაწეობდა იღუმენი ნესტორ კონტრიძე, ცნობილი ბანი, ლიხაურის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი კომუნისტური რეჟიმის დროს. საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის შესანიშნავი მგალობლის და მოძღვრის შესახებ, ვინც, როგორც მრავალი ადამიანი, ბოლშევიზმის მსხვერპლი გახდა. აუცილებელია, ასეთ ადამიანებს იცნობდეს საზოგადოება, იცოდეს მათი დამსახურების შესახებ.

პროექტის აქტუალობა: პროექტში მონაწილეები შეაგროვებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას, მოიძიებენ დოკუმენტებს, შეისწავლიან ინტერვიუს აღების ტექნიკას, ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, გამოიმუშავებენ სინთეზურ აზროვნებას.


პროექტის მიზნები: პროექტის მონაწილეებს განუვითარდებათ ინფორმაციის შეგროვების, კვლევა-ძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა, ისწავლიან დამოუკიდებლად მოქმედებასა და აზროვნებას, ინფორმაციის შენახვასა და გამოქვეყნებას.

მონაწილეთა ასაკი: 13 წელი 

პროექტის ხანგრძლივობა: 20 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაიბეჭდება ნესტორ კონტრიძის მოღვაწეობის აღმნიშვნელი საინფორმაციო ფურცელი, მოპოვებული მასალა შეიკრიბება, დახარისხდება და გამოქვეყნდება ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სამუშაო ფურცლები, საწერკალამი, მარკერი, ციფრული კამერა, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
1.პროექტის იდეის, მიზნებისა და განსახორციელებელი ვადების გაცნობა;
2.ჯგუფების შედგენა, ჯგუფებში დავალებების განაწილება;
3.მიცემული დავალების დათქმულ ვადაში შესრულება და ანგარიშის წარდგენა;
4.   ჯგუფების ეტაპობრივი მონიტორინგი, შესრულებული დავალებების ანალიზი, დამატებითი კონსულტაციები ინფორმაციის მოსაპოვებლად, რჩევები ისტ-ის საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით; 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი: მუსიკა, ისტორია, ისტ-თან ინტეგრირებით. 

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დოდო დონაძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: dododonadze@gmail.com

* * *

  მე დავბრუნდი...  საიდანაც მუდამ ვბრუნდები - პურის ყანიდან, მზესუმზირის ყვავილებიდან... ხიმენესიდან, კავაბატადან და ყველაფერს ვიწყებ თავიდან...
     თმაში ჩარჩენილ თივის ღერებს უხმოდ ვიშორებ და მეწვის ზურგი, რადგან მთელი გზა მზე მომქონდა ძველი ზურგჩანთით...
    არა და არა! გთხოვ, ქურდობად ამას ნუ ჩათვლი, არც მიფიქრია ვინმეს გაძარცვა, მზეს ვიპარავ მხოლოდ ხანდახან და ისიც ჩემს წილს, რომ სულში მენთოს დღეა თუ ღამე... ამ დამწვარ ზურგს კი ეშველება, ბატონო, რამე...
   ტკივილს მოვითმენ... და შენ მოგწრ გარდასულის ფერსა და ხიბლზე ასე ურჩი და თმაშეკრეჭილი ყველა თარაშ ემხვარის ჯიბრზე...
    ამოვალაგებ ზურგჩანთიდან მზეს და დროისგან ფერფლადქცეულ ცისფერ ვარსკვლავებს... შენც ხომ ინახავ ასეთ რამეებს და ხომ გაწვალებს დროის დინება?..  დარდის მდინარეს ისე მიაქვს ყოფნის ხალისი... ერთხელ იქნება დაიხრჩო კიდეც რადგან არავინ ამ მდინარეში ცურვა არ იცის...
    არც მე არ ვიცი, თუმცა ხანდახან მღვრიე მდინარე გამომრიყავს უცნობ კუნძულზე, პურის ყანებში, მზესუმზირებში, სადაც სიზმრები ფერადდება ქარის ჩურჩულზე...
    მერე დრო გადის...
     და ერთხელაც, ღამით, მძინარე გამოვფხიზლდები... და გავრბივარ შორს კუნძულიდან, სიხარულიდან... რადგან, ვგრძნობ, ისევ როგორ მიხმობს დარდის მდინარე...
    ჰოდა ვბრუნდები... ნაქურდალი მზით და სურნელით- პურის ყანების, მზესუმზირის, ატმის ყვავილის....
    მოვიგონებ და სიხარული სხეულს დაივლის, რომ სადღაც ჩემი ქვეყანა მაქვს- თეთრი კუნძული და იმ ქვეყნიდან მოტანილი მზის სხივის შუბით განიგმირება დარდის ურჩხული...